გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და
იმერეთის რეგიონში მთელი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია
მოსალოდნელი.
დღეს, 19 ნოემბერს, ქუთაისში მშრალი ამინდი შენარჩუნდება,
ტემპერატურა კი 16 – 21 გრადუსი იქნება.
20 ნოემბრიდან, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ
დაცემას ვარაუდობენ.
"23 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იქროლებს
ცვალებადი იმიმართულების ქარი, ტემპერატურა კი 7–12
გრადუსი იქნება," – გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
მისიცე ინფორმაციით, 24 ნოემბრიდან კვირის ბოლომდე ტემპერატურა ისევ
მოიმატებს და ამინდი დათბება.
მასალის გამოყენების პირობები