"სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის სერვიცენტრის ცხელ ხაზზე ( 16
114) გაზის გამათბობლების შემოწმებაზე ბოლო ერთი თვის
განმავლობაში 27 ზარი შევიდა, ხოლო გუშინ საღამოდან ამ
დრომდე უკვე ათი შეტყობინება მიიღო.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "სოკარ ჯორჯია გაზ"–ში განუმარტეს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ზამთრის პერიოდში აბობენტების მხრიდან
უფრო მეტი აქტიურობა ფიქსირდება ვიდრე სხვა პერიოდში. "სოკარ
ჯორჯია გაზის" იმერეთის სერვისცენტრში განმარტავენ, რომ ისინი
ზამთრის წინ თითქმის ყოველდღიურ პერიოდში ახორციელებენ გეგმიურ
შემოწმებას.
"ყოველი ზამთრის წინ მაქსიმალურად ვცდილობთ შევამოწმოთ საცხოვრებელი
სახლები, თუმცა ზოგიერთი დაკეტილია. ამიტომ მოგატყუებთ, რომ გითხრათ
100 პროცენტიანი შემოწმება გვაქვსთქო, დაახლოებით 80–85
პროცნტიანი ნახვა არის ჩვენი მხრიდან", – ამბობს "სოკარ ჯორჯია გაზის"
იმერეთის რეგიონის დირექტორი დავით ჯაიანი.
ის ამბობს, რომ არის შემთხვევები როცა მოქალაქეებს ბუნებრივი აირის
გამათბობლები თვითნებურად აქვთ დამონტაჟებული. ასეთ შემთხვევაში,
კომპანიაში განმარტავენ, რომ აბონენტებს აფრთხილებენ.
"ზოგ შემთხვევაში კი თუკი არის საშიში ასე დამონტაჟებული
მოწყობილობა, ასეთ შემთხვევაში ხდება გაზის ჩაჭრა",
– განმარტავენ "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის
სერვისცენტრში.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს ფრთხილად იყონ, განსაკუთრებით
მაშინ, როცა ბუნებრივი აირის მილების ძველი
გაყვანილობაა.
ქუთაისში სულ 65 000–ზე მეტი აბონენტია.
მასალის გამოყენების პირობები