ქუთაისში კინოფორუმი 16 ნოემბერს გაიხსნება.
წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმი "ჰარი-ჰარალე დედაო!",
რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის,
არაერთი ლეგენდარული ქართული ფილმის სცენარის ავტორის - რეზო
გაბრიაძის შესახებაა გადაღებული. ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის ავტორი
ლევან გაბრიაძეა.
კინოფორუმი 18:00 საათზე, კინოთეატრ "საქართველოში" გაიმართება.
ქართული კინოსფორუმის ფარგლებში სულ 5 სრულმეტრაჟიანი ახალი ქართული
ფილმი იქნება
ნაჩვენები.
კინოფორუმი დამსწრე საზოგადოებას მოკლემეტრაჟიანი ფილმების
პროგრამასაც შესთავაზებს, რომელიც 17 და 18 ნოემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები