საქართველოს პრემეირ–მინისტრი, მამუკა ბახტაძე ქუთაისში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერი თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან,
სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის გახსნას დაესწრო.
სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ
ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
მამუკა ბახტაძემ ასევე მოინახულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ქართული და
უცხოური სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის უნიკალური
გამოცემები.
დღესვე, პრემიერი ახალგაზრდა წყალბურთელებს, მწვრთნელებსა და
სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისში
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზი აშენდება.
მასალის გამოყენების პირობები