ქუთაისში ფოტოკონკურს "ილო – 2018"-ს გამარჯვებულები
გამოვლინდნენ.
ფოტოკონკურსის თემა თავისუფალი იყო და მასში გამარჯვებულები
პროფესიულმა ჟიურიმ გამოვლინა, რომლის თავმჯდოამარე ცნობილი
ფოტოგრაფი გურამ წიბახაშილი გახლდათ.
I ადგილი იაკობ სებისკვერაძეს ერგო, II – გიორგი ლიპარტელიანს, ხოლო
III – მარიამ ბანძელაძეს.
კონკურსში გამარჯვებული
ფოტოები
ფულად ჯილდოებთან ერთად კონკურსანტებს გადაეცათ "ილოს"
გამოსახულებიანი მინიატურული ქანდაკებები.
"კონკურსი გახდა საერთაშორისო. მასში 50-ი ფოტოგრაფი ჩაერთო ქუთაისის
დაძმობილებული ქალაქებიდან ლვოვიდან, პოზნანიდან და სხვა.. იზრდება
გეოგრაფია," – ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების
ხელმძღვანელი, თამთა თურმანიძე.
ფოტოკონკურსი "ილო" მეთერთმეტე წელია იმართება.
მისი მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
მასალის გამოყენების პირობები