პარლამეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება.
ბიუჯეტის პროგრამებს დეპუტატებს კომიტეტების ხელმძღვანელები
აცნობენ.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე
პარლამეტში გუშინ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიამა
ისაუბრა.
მინისტრმა ბიუჯეტს ყველაზე ადევკატური და სოციალურად მორგებული
უწოდა.
მომავალი წლის ბიუჯეტი გააკრიტიკა ოპოზიციამ. "ევროპული საქართველოსა"
და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მინისტრს ქვეყანაში
არსებული მძიმე სოციალური ფონი და ლარის კურსის ვარდნა შეახსენეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით,
ხელისუფლება ზრდის სუსის ბიუჯეტს, მაშინ, როცა დაფინანსება დაპირების
მიუხედავად არ გაუზარდა მესამე კატეგორიის შშმ პირებს.
ბიუჯეტის მეორე მოსმენით მიღება 13 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა,
სხდომა კვორუმის არარსებობის გამო რამდენიმე საათიანი დაგვიანებით
დაიწყო და საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტების მოსმენა ვერ
მოესწრო.
ქვეყნის 2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები