საქართველოს 30-მა მოქალაქე მილანიდან ქუთაისში გამოფრენას ვერ
ახერხებს.
მგზავრები, რომლებმაც Wizz Air-ის მილანი-ქუთაისის რეისით გამოფრენა
ვერ შეძლეს, ამ დროისთვის მალპენზას აეროპორტში
იმყოფებიან.
მომხდარის დეტალებს ქუთაისიპოსტს ერთ-ერთი მგზავრი უყვება, რომელმაც,
მეგობრებთან ერთად, რეისზე მოხვედრა და გამოფრენა შეძლო.
"რეგისტრაცია დროულად დაიწყო. ორ რიგად ხდებოდა გასვლა. თუმცა ერთი
რეგისტრატორი ძალიან ნელა მუშაობდა. არ ვიცით რატო. ბევრი ხალხი
მოგროვდა. ჩასხდომას 8 წუთი აკლდა, კონტროლის გავლა რომ დავიწყე.
შემდეგ სირბილით მივედით გასასვლეთან. ერთი წუთი რომ დაგგვიანებოდა,
ავტობუსს ვერ მივუსწრებდით და ჩვენც აეროპორტში დაგვტოვებდნენ. არ
ვიცით რა მოხდა. მიზეზი არავის უთქვამს. 17:44 საათზე უნდა
გამოფრენილიყო და 40 წუთის დაგვიანებით გამოვფრინდით. ცარიელი
ადგილები იყო თვითმფრინავში. 30 მგზავრი აეროპორტში დარჩა.
ალბათ ვეღარ მოუსწრეს," - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი გიორგი
გეგეშიძე.
ავიაკომპანია Wizz Air-ში დეტალებს იკვლევენ.
მასალის გამოყენების პირობები