ანკეტირება ერთი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგ მოხდება იდეების შეჯამება.
"შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" - ასე ქვია პროექტს, რომლის განხორციელება ქუთაისის მერიამ დღეიდან დაიწყო. პროექტის მიზანია, ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გასათვალისწინებლად მოქალაქეების იდეების, სურვილების, შეხედულებებისა და რეკომენდაციების მიღება.
პროექტში ჩართულია ქუთაისის მერიის 50 თანამშრომელი, რომლებიც განახორციელებენ მართვის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით მოსახლეობის ანკეტირებას.
"შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" - ამ შინაარსის წარწერიანი მაისურებით, პროექტში ჩართული მერიის თანამშრომლები საველე სამუშაოებს, რომელიც მოსახლოების ანკეტირებას მოცავს, დღეიდან შეუდგნენ.
მასალის გამოყენების პირობები