ახალი ამბები
ქუთაისში დევნილთა სახლის მშენებელმა კომპანიამ 700 000 ლარამდე მიითვისა
FaceBook
ობიექტის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას, დაუსრულებელია.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "ნიუ კონსტრაქშენი"-ს დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი, რატი სვანიძე.

გამოძიებით დაადგენილია, რომ შპს ,,ნიუ კონსტრაქშენი", 2013 წლის პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაკვეთით აწარმოებდა შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით, რისი დასრულების შემდეგაც სახლები უნდა გადასცემოდა დევინლ მოსახლეობას. რეკონსტრუქციის პროცესში საწარმოს დამკვეთებისგან წინასწარ ავანსის სახით ერიცხებოდა თანხა. ჩარიცხული ავანსიდან გიორგი მჭედლიშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 1 750 352 ლარი, რის გამოც მშენებარე ობიექტები დღემდე დაუსრულებელია.

ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესში, "ნიუ კონსტრაქშენ"-ის დირექტორს, გიორგი მჭედლიშვილს შესრულებული სამუშაოების აქტების გაყალბებაში დაეხმარა დევნილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე, რასაც შედეგად მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან 649 780 ლარის მითვისება. აღნიშნული ობიექტის სარემონტო სამუშაოები, რომელიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა დევნილ მოსახლეობას, ასევე დაუსრულებელია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე ვადით

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.