ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
ამ წუთებში ქუთაისში ჭავჭავძის გამზირზე სხვადასხვა სავაჭრო ცენტრისა და ბაზრის მოვაჭრეები მერიაში შეჭრას ცდილობენ.
ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები. ისინი ტროტუარების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ოფისებში შესვლას ვერ ახერხებენ გარევაჭრობის გამო. აღნიშნული მოთხოვნით მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო,
სადაც მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. მოგვიანებით კი აქციამ მერიასთან გადაინაცვლა.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები