ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჭერი
მესამედ ჩამოინგრა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შენობის მეორე სართულზე
სრულად მოხდება დაზიანებული ჭერის ჩამოღება. ჯამში საუბარია 2400
კვ.მ თაბაშირ–მუყაოს ფილაზე.
"გარანტიას გვაძლევენ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება", – ამბობს
მურად ჯიშკარიანი.
სკოლის დირექტორი, 2016 წელს შენობაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო
სამუშაოების დროს ხარვეზების დაშვებას გამორიცხავს და ამბობს,
რომ სამივე შემთხვევაში ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ქარი იყო.
"არავითარი ხარვეზი არ ყოფილა. ქარის გამო მოხდა ეს. პოლიციაც
იყო გამოძახებული, ექსპერტებმა შეამოწმეს ყველაფერი. რამე მიზეზი რომ
ყოფილიყო, ამ საქმეს ასე არავინ დატოვებდა", – ამბობს მურად
ჯიშკარიანი.
მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება და ამ
დროის განმავლობაში სასწავლო პროცესი არ შეფერხდება.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი
2 ნოემბერს ჩამოიშალა. შენობაში ჩატარებული
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ეს მესამე შემთხვევაა.
მასალის გამოყენების პირობები