ტყიბულის შახტში ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა
ოთხკაციანმა ექსპერტთა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო.
ექსპერტთა ჯგუფში გერმანული კომპანია ,,დიემტისა" და ქართული კომპანია
,,საფკოს" წარმომადგენლები შედიან.
მთავრობის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის
წარმომადგენლები, ექსპერტებთან ერთად, მინდელის სახელობის შახტში
არსებულ ვითარებას შეისწავლიან.
მათი თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და
დასკვნა სწორედ ამ დროისთვის იქნება ცნობილი. ექსპერტები
დოკუმენტაციას შეისწავლიან. ასევე , უბედური შემთხვევის ადგილს და
მთლიანად შახტს დაათვალიერებენ. კომპანია "საქნახშირი ჯიაიჯის"
დირექტორის თქმით, მზად არიან თანამშრომლობისთვის და ყველა საჭირო
დოკმენტაციის მიწოდებისთვის.
ჯამბულ ჯაყელი ვარაუდობს, რომ დასკვნის დადების შემდეგ სამუშაო
პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება. მანამდე კი სახელფასო
ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები