ქუთაისში თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრულ ლექსზე
ავტორების არევის შესახებ ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს.
"თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ციტატაზე ავტორის ვინაობის შეცდომით ამოტვიფრა
ტექნიკური სახის შეცდომაა. აბსოლუტურად გასაგებია, მოქალაქეების
სამართლიანი წუხილი და შეშფოთება ამ ფაქტთან დაკავშირებით.
შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს
შექმნილი უხერხულობისთვის",
- ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის
მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახლადგახსნილ თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის
ავტორები აერიათ. ტერენტი გრანელის ლექსზე ავტორად კოლაუ ნადირაძეა
მითითებული.
შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია
სოციალურ ქსელში გაავრცელა:
"დღეს პირველად გავიარე "განახლებულ" თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით
გახსნილა რამოდენიმე დღის წინ.
ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ
ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს
შეფასების კრეტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება
რა!!! თან პირადად ჩემთვის სიტყვა თეთრი ხიდი თავად ქმნის ვიზუალს,
არაფრის დამატება და შელამაზება არ ჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად
მეუბნება სათქმელს, სამაგიეროდ ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის
ფილებზე, ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი
ქუთაისზე ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა
ეპოქაში, უამრავმა გენიოსმა უძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი
ერთი გამოარჩიეს მეთქი ან ამ პატარა ხიდზე ყველას როგორ
დაატევდნენთქო???!!!
3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი, იმ ფილას რომელსაც თქვენ
ეხლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის(კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი
გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, პირველად
შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები
აღარც წამიკითხავს!!!
ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან
"აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს.
კოლაუს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ, მიტაცება და მიმატება
ნამდვილად არ სჭირდება თუნდაც ეს ტერენტისგან იყოს...
ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია
ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე.
იმედი მაქვს შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ, გამოასწორებენ ამ
შეცდომას.
ეს, რომ "სევდის მეფეს" წააკითხა, პირველად გაიღიმებდა ცხოვრებაში,
ცოცხალი არავის ვახსოვდი და მკვდარიც არავის ვახსოვარო!!!
უვიცებო
"მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება!!!"
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა❗️❗️❗️", – წერს აკაკი მამრიკიშვილი.
თეთრი ხიდი საზეიმოდ სამ ნოემბერს გაიხსნა. ხიდზე გახსნიდან მესამე
დაზიანებები ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები