ქუთაისში, თეთრი ხიდის შემდეგ, რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქცია
იწყება.
ხიდზე დეკორატიული სვეტები და ორნამენტები მოეწყობა.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ხიდზე განთავსდება
ვეფხვის, ფასკუნჯისა და ყურძნის მტევნის ფიგურები, რომლებიც
თითბერისგან დამზადდება. ასევე, იქნება დეკორატიული თითბერის
ელემენტების ესკიზები.
გარდა ამისა, ხიდზე იგეგმება მემორიალური დაფის დამზადება,
წარწერით.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა მოხდეს:
ხიდის საფუძვლისა და სვეტის ტანის მოწყობა ბეტონით მ-350;
პედესტალის ძირის მოპირკეთება გრანიტის ფილებით, ყინვაგამძლე წებო
ცემენტის ხსნარზე; სვეტის შემოსვა ეკლარის ქვებით, რომელზედაც
ამოიკვეთება ორნამენტები და ფიგურები; დეკორატიული სხმულების
მოსაწყობად სპეციალური ანკერების მოწყობა; თუჯის საკიდების მოწყობა
სანათებისათვის, ეკლარისა და გრანიტის ქვის დამუშავება და შეღებვა
სპეციალური ლაქით, სპილენძის სადენის მოწყობა, სანათების მონტაჟი
ესკიზის მიხედვით, რუსთაველის ხიდის არსებული გრანიტისა და ეკლარის
ქვების გაწმენდა და დაზიანებული ადგილების შევსება სპეციალური
მასალით.
ხიდის რეკონსტრუქციისთვის ელექტრონული ტენდერი
(
NAT180017409) მიმდინარე წლის ხუთ ნოემბერს
გამოცხადდა. წინადადებების მიღება 21 ნოემბერს იწყება და 26-ში
დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 117 943 ლარს
შეადგენს.
ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის
ვადაში უნდა განახორციელოს.
როგორც ქუთაისის მერიაში გვითხრეს, პროექტის არქიტექტორი გივი
თოდაძეა. ხოლო საინჟინრო ნაწილზე ჯემალ წულაძე და ოთარ ჩიხლაძე
იმუშავებენ.
მასალის გამოყენების პირობები