ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს ოთხივე დაშავებული თერჯოლის
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თერჯოლის გადასახვევთან, ავტობანზე დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა
გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
დაშავებული 4 ადამიანიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. მანქანა საქორწინო
კორტეჟში შედიოდა, რომელიც თბილისიდან
ზუგდიდისკენ მიემართებოდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის პირველი ნაწილით.
სავარაუდოდ, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან კი განათების
ბოძთან შეჯხების შედეგად გადავარდა.
მასალის გამოყენების პირობები