2020 წლიდან ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ქუთაისში წყალარინების
ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს.
პროექტის დეტალები (EIB) –ს წარმომადგენლებმა ქუთაისში, ადგილობრივ
ხელისულფლებასა და იმერეთის მხარის წარმომადგენლებთან ერთად
განიხილეს.
პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც
უზრუნველყოფს პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და მისი
საბოლოო დიზაინის შესაბამისობას ქალაქის ინფრასტრუქტურულ
განვითარებასთან.
ამ დროისთვის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის
საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერი
დასრულებულია.
მიმდინარეობს პრეტენდენტი კომპანიების შერჩევის და გამარჯვებულის
გამოვლენის პროცედურები სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებული კომპანია
სამუშაოებს 2020 წელს დაიწყებს.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები