ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მეშახტეების თქმით, მინდელის სახელობის შახტმა მუშაობა შეაჩერა.
"იმის გამო, რომ ამ ხნის მანძილზე ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები ვერ
აღდგა, კომპანია ხელფასებს ვეღარ იხდის," - აცხადებენ აქციის
მონაწილეები.
შახტში მუშაობის აღდგენის მოთხოვნით დასაქმებულები ამ წუთებში
გამგეობასთან იკრიბებიან.
ამბობენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით ვითარება
გამოსწორდა და ნახშირის მოპოვებითი სამუშაოების დასაწყებად მზად
არიან.
წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი საპროტესტო აქციებით
იმუქრებიან.
მეშახტეებს მერის მოადგილე შეხვდა და მთავრობასთან შუამდგომლობას
დაჰპირდა.
კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ფინანსების არ ქონის გამო დასაქმებულებს
ხელფასს ვეღარ გადაუხდიან.
მასალის გამოყენების პირობები