შსს-მ ბაღდათში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე
მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის
კუთვნილ ავტომანქანაში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას
ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი,
ასევე, ავტომობილი და ხელსაწყოები, რომლებიც დაკავებულებმა დანაშაულის
ჩასადენად გამოიყენეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები