ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა აუქციონზე გასასხვისებლად 12
ობიექტს ამზადებს.
მერიამ ამის შესახებ გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს გამართულ
საკრებულოს სხდომაზე მიიღო.
მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე 47 ობიექტია გასხვისებული,
აქედან 36 მიწის ნაკვეთია, ხოლო დანარჩენი
შენობა-ნაგებობაა. ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების
გასხვისებიდან მიღებულმა თანხამ 3 250 ათასი ლარი შეადგინა.
მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის
განმარტებით, ქონების პრივატიზების მიმდინარე წლის გეგმა სამ
მილიონ ნახევარს შეადგენს. გიორგობიანი თვლის, რომ წლის ბოლომდე
შესაძლოა გეგმას გადააჭარბონ.
მერია ბიუჯეტის შევსების მიზნით მიწის ნაკვეთეს
განვადებითაც ასხვიხსებს.
ეკონომიკის სამსახურში განმარტავენ, რომ მიწის ნაკვეთების ამ
ფორმით გასხვისება მხოლოდ სასტუმროების მშენებლობის მიზნით ხდება.
ქუთაისის მერიამ განვადებით უკვე გაყიდა ნიკეას ქუჩაზე არსებული
სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიის 3107 კვ მ მიწის ნაკვეთი,
სადაც 25 ადგილიანი სასტუმრო აშენდება. ასევე, დაგეგმილია
ავტომანქანების გაქირავების სერვისის შექმნაც.
ნიკეას ქუჩაზე განავდებით მიწის ნაკვეთი სასტუმროების ქსელმა შეიძინა.
განვადებით მიღებულმა თანხამ 99 424 ლარი უნდა შეადგინოს. მერიის
ეკონომიკური სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში
ორგანიზაცია აღნიშნულ თანხას სამ გადახდაში დაფარვს.
მასალის გამოყენების პირობები