ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ
ცენტრს ერთი ახალი კორპუსი დაემატება.
ორსართულიანი სამედიცინო შენობა 2 400 კვ.მეტრზეა განთავსებული და ის
100 პაციენტზეა გათვლილი.
"ბენეფიციარების უსაფრთხოებისთვის, პერიმეტრზე, პრივატული სივრცეების
გარდა, ვიდეოკონტროლი მიმდინარეობს", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის დირექტორი, გოჩა ბაკურაძე.
დაწესებულებაში, რომლის მოსაწყობად ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯა,
ნებაყოფლობით მკურნალონაზე მყოფი პაციენტები განთავსდებიან.
ფსიქიატრიულის ახალი სტაციონალური კორპუსი საინვესტიციო ვალდებულების
ფარგლებში გაკეთდა.
პაციენტების ოთახი
სამედიცინო შენობის კორიდორი
შენობაში, პრივატული სივრცეების გარდა, ვიდეომონიტორინგი
მიმდინარეობს
ექიმის კაბინეტი
პაციენტის ოთახი
სამზარეულო
სასეირნო სივრცე
მოსავნებელი ადგილი
ადაპტიტებული სველი წერტილი
ახალი ფსიქიატრიულის სტაციონალური
კორპუსის გახსნა
ახალი კორპუსის პარალელურად, ჩვეულებრივ რეჟიმში იფუნქციონირებს იმავე
ეზოში მდებარე ძველი კორპუსიც,
სადაც საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის
მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულ შენობაში 550
პაციენტია სტაციონარში განთავსებული.
„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები,
მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა
ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი
თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის
ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს,” - აღნიშნულია სახალხო
დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ხონის
ფსიქიატრიულის მონახულების შემდეგ გავრცელდა.
ქუტირში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ძველი
შენობის რეაბილიტაციაც დაწყებულია, რომლის დასრულდება 2020 წლისთვის
იგეგმება. მანამდე, ცენტრის ძველ კორპუსში მოთავსებულ პაციენტებს
ყოფნა კვლავ სავალალო პირობებში მოუწევთ.
აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო ხონში
1978 წლის 23 თებერვალს გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები