ახალი ამბები
"Top სამი" კანდიდატი (არც)ერთი ხმით
FaceBook
საპრეზიდენტო არჩევნებზე 25 კანდიდატიდან ქუთაისში ყველაზე ცოტა, 8 ხმა ზვიად იაშვილმა მიიღო.

კანდიდატმა ხმების ეს რაოდენობა 123 საარჩევნო უბნიდან 8 უბანზე მიღებული თითო-თითო ხმით დააგროვა.  დანარჩენ უბანზე მისი შედეგი ნულია.

იაშვილს 4 ხმით აჯობა  პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმერ ნონიკაშვილმა, რომელმაც თითო ხმა მიიღო მხოლოდ 12 საარჩევნო უბანზე,  111 უბანზე კი ნულოვანი შედეგი აქვს. 

მესამე კანდიდატი, რომელმაც, ასევე, თითო ხმა 17 საარჩევნო უბანზე მიიღო, ზვიად მეხატიშვილია. მისი შედეგი დანარჩენ 106 უბანზე ნულია. 

სპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ  დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.  მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 29 585 ხმა 46.98 %, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 058 ხმა (28.67%) მიიღო. ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156 051 ამომრჩეველი. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%–იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც, მეორე ტური ინიშნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯამში ხმების 38.64% მიიღო, ხოლო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 37.74%.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე უნდა დანიშნოს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. 

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას 30 ოქტომბერს დაიწყებს.

ბოლო მონაცემებით შემოსულია 45 საჩივარი. საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საჩივრები პროცედურულ დარღევებს ეხება.

"არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო გარკვეული შეხლა-შემოხლა და პროცედურული დარღვევები, თუმცა ეს საარჩევნო პროცესების თანმდევია," - ამბობს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი. 


ამავე თემაზე:

ცესკოს წინასწარი მონაცემები იმერეთის რაიონების მიხედვით
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.