ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე
უნდა დანიშნოს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური
იმართება პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის
თავზე.
მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას
მიიღებს. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების
შემთხვევაში კი იმარჯვებს ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი
ხმა მიიღო.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%–იანი ბარიერი ვერც ერთმა
კანდიდატმა ვერ გადალახა, რის გამოც, მეორე ტური ინიშნება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა
ხმების 38.63% მიიღო, ხოლო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა,
გრიგოლ ვაშაძემ 37.74%.
მასალის გამოყენების პირობები