გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე
ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების შესახებ
საუბრობს.
მისი თქმით არჩევნების გაყალბებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ასობით
შემთხვევა დააფიქსირეს.
"ჩვენ უკვე ვიმარჯვებთ და ამას კარგად გრძნობს "ქურდული მოძრაობის"
ხელისუფლება. ზუსტად ამიტომ, გაყალებების ასობით შემთხვევა არის უკვე
დაფიქსირებული, ამომრჩევლების მოსყიდვის ასობით შემთხვევა გვაქვს. ეს
მტკიცებულებები უკვე ატვირთულია ჩვენს საიტზე და გადაცემულია
საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის", - ამბობს გრიგოლ
ვაშაძე.
მისივე თქმით, 17:00-დან 20:00 საათამდე "ქართული ოცნება"
"კარუსელების" დატრიალებას გეგმავს. ის დამკვირვებლებს ფხიზლად
ყოფნისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები