ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარის, ავთანდილ
ოსეფაიშვილის განმარტებით, ქუთაისში ამომრჩეველთა აქტიურობა
მაღალია.
მისი თქმით, 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 22 544-მა
ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 14.45%-ია.
"გვაქვს ძალიან სერიოზული აქტივობა ქუთაისში. ამომრჩევლების ეს
აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით მაღალია. რაც შეეხება,
კენჭისყრის პროცრდურას, მშვიდ ვითარებაში მომდინარეობს"- განმარტავს
ოსეფაიშვილი.
მისი თქმით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 21 საჩივარია
შესული, რომელიც მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები