ქუთაისში საარჩევნო უბნებზე უცხო პირები მერიის სახელით მიდიან
და კომისიის წევრებს აფრთხილებენ.
აღნიშნული ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" N 120 – ე საუბნო
საარჩევნო კომისიის ერთ–ერთმა დამკვირვებელმა აცნობა.
"საარჩევნო უბნებზე უცხო პირები მერიის სახელით დადიან.
ისინი კომისიის წევრებს აფრთხილებენ. მაგალითად აქ ორი
ახალგაზრდა მოვიდა და კომისიის წევრებს უთხრეს, რომ თუ რაიმე
ექსცესი იქნებოდა მათთვის დაერეკათ. როცა მე ვკითხე ვინ იყვნენ,
მიპასუხეს, რომ ქუთაისის მერიის სპორტული აიპის თანამშრომლები
არიან," – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა
ლიგის" დამკვირვებელი, ვალერიან თევდორაძე.
უცხო პირების უბანზე მისვლის ფაქტს არ ადასტურებს თავად N 129 –ე
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი ინფორმაციით,
მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უცხო პირები, რომლებიც
მერიის სახელით დადიან, არ არიან მერიაში დასაქმებული ადამიანები,
რადგან ადგილობრივი თითმმართველობა არ ერევა არჩევნების
მიმდინარეობაში.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის
ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში
მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051
ამომრჩეველია რეგისტრირებული.
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია,
სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.
საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის
თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.
მასალის გამოყენების პირობები