ქუთაისში, 59-ე საარჩევნო უბანზე "სამართლიანმა არჩევნებმა" ორი
დარღვევა დააფიქსირა.
ორგანიზაციის დამკვირვებლის ინფორმაციით, უბანზე არ შეივსო საკონტროლო
ფურცელი. ხოლო მეორე დარღვევა გადასატან ყუთში ბიულეტენის არასწორად
ჩაგდებას ეხება. კერძოდ, გადასატან ყუთში ბიულეტენი საარჩევნო უბანზე
მისულმა ამომრჩეველმა ჩააგდო, რომელიც ამავე დროს, არ იყო კონვერტში
მოთავსებული.
ორივე დარჩევაზე "სამართლიანი არჩევნები" საჩივარს ამზადებს.
მასალის გამოყენების პირობები