მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს, "ევროპული საქართველო"-ს, "თავისუფალი
საქართველო"-სა "გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების
თქმით, წინასაარჩევნო გარემო ძალადობრივია.
"ძალა ერთობაშია"-ს ორგანიზაციის წარმომადგენელ, გიგა შუშანიას
განმარტებით, ქუთაისის მერი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ
ვაშაძის პლაკატებთან ბრძოლითაა დაკავებული. ასევე, ის ამბობს, რომ
საუბნო-საოლქო კომისიის წევრები ქალაქის მერისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ჩინოსნების
ნათესავები არიან. კერძოდ, გიორგი ჭიღვარიას სიდედრი, #58-ე
საარჩევნო უბანში კომისიის წევრი არის. საუბრობს, აგრეთვე აგრესიულ
კამპანიებზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
"ევროპული საქართველო"-ს წარმომადგენელი, კოტე რატიანი, ძირითადად,
საოლქო და საუბნო კომისიებში "ქართული ოცნების" აქტივისტთა
დასაქმებაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ამახვილებს
ყურადღებას.
"თავისუფალი საქართველო"-ს შტაბის უფროსი იმერეთში, გოგი წულაია
არაჯანსაღ გარემოზე მიუთითებს. ის ამბობს, რომ ადმინისტრაციული
რესურსის მთლიანი გამოყენება მოხდა. მისი თქმით ხელისუფლების მიერ
არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მათი გუნდი ქუჩაში გამოსვლისთვის
მზადაა და რომ თითოეულ ხმას დაიცავენ.
"გირჩი"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ ცამციშვილი 2012
წლიდან ადმინისტრაციული რესურის ზრდაზე საუბრობს. მისი თქმით,
ბიუროკრატიული ხარჯი რამდენიმე მილიონით არის გაზრდილი.
პარტიის წარმომადგენლებმა განცხადებები საინფორმაციო სააგენტო
"ტოპნიუსის" პრესკლუბში გააკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები