2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051
ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 ოქტომბერს, დილის 8:00 საათიდან ქალაქის მასშტაბით 123 უბანი
გაიხსნება. ამასთანავე, იმუშავებს ერთი სპეც.უბანი.
ამომრჩევლები არჩევანს 25 კანდიდატს შორის გაკეთებენ.
28 ოქტომბერს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევენ.
საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილების მიხედვით, საქართველოს
პრეზიდენტი არჩევითი აღარ იქნება და მას 300 ხმოსანი დაასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები