საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
ცენტრში პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც იმუშავებს.
საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო
სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცენტრში ფუნქციონირებს
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზი, სადაც
მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება წიგნები და ელექტრონული
ბიბლიოთეკაც.
შენობა უზრუნველყოფილია უფასო ინტერნეტით კომპიუტერებით და
ვიდეოკონფერენციის აპარატურით.
საზოგადოებრივი ცენტრი საჩხერეში იუსტიციის მინისტრმა იმერეთის
გუბერნატორთან ერთად გახსნა.
მასალის გამოყენების პირობები