საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.
28 ოქტომბრისთვის ცესკომ სულ 3 252 800 ბიულეტენი უნდა დაბეჭდოს.
საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ბიულეტენები დაიბეჭდება თერჯოლასა და
სამტრედიაში 6 საარჩევნო უბანზე გასამართი საკრებულოს შუალედური
არჩევნებისთვისაც.
ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე
გაგრძელდება და მას 2 საერთაშორისო და 5 ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 12 წარმომადგნელი დააკვირდება.
28 ოქტომბერს, ამომრჩეველს თითო ბიულეტენი გადაეცემა პრეზიდენტის
ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის 6 უბნის ამომრჩევლებს - ორი
ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური
არჩევნებისთვის", - აცხადებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.
ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ
ენებზე.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 518 890 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები