ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეების ინტოქსიკაციის
მიზეზად გაზის გაჟონვას გამორიცხავს.
"მე-5 კლასელი ოთხი მოსწავლე გაკვეთილზე გახდა შეუძლოდ, გამოიძახეს
სასწრაფო, პარალელურად მოვიდა გაზის კომპანია და შემოწმდა შენობა,
დადასტურდა რომ გაზის გაჟონვას ადგილი არ ქონია, სავარაუდოდ, მოწამვლა
სპორტის გაკვეთილის შემდეგ დიდი რაოდენობის წყლის მიღება გახდა", -
ამბობს სკოლის დირექტორი, ნანა კენჭიშვილი.
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტოქსიკაციის შემთხვევა
დაფიქსირდა.
ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულებიდან ოთხი მოსწავლე ბავშვთა
საავადყოფოშია გადაყვანილი, სამი მოზარდი კი კლინიკაში სახლიდან
მიიყვანეს. საავადმყოფოში სახლიდან გადაყვანილი ბავშვებიც ამავე
სკოლის მოსწავლეები არიან.
"მეხუთე გაკვეთილის დაწყებისას ოთხი მოსწავლე გახდა ცუდად. იყო
შესაბამისი სამსახური მისული ადგილზე და აირით მოწამვლა არ
დადადასტურდა, რადგან სკოლის შენობაში გაზის მილები არ არის.
მიმდინარეობს კვლევა და დაველოდოთ," - აცხადებს ქუთაისის
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, გიგა ციბაძე.
ამავე თემაზე:
ქუთაისის 37-ე სკოლაში მოსწავლეები მოიწამლნენ
მასალის გამოყენების პირობები