17 ივლისს აქციამ - ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ - შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოსთან გადაინაცვლა.
აქციის ორგანიზატორებმა (პრაქსისის სახელოსნო) და სხვა აქტივისტებმა, პრობლემაზე ყურადღების მიქცევის მიზნით, სამმართველოსთან რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს.
ქუთაისში ერთ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება ლევან აბზიანიძის საქმესთან დაკავშირებით.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, 17 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების დროს, პოლიციამ ლევან აბზიანიძეს რამდენიმე შარდმდენი აბი დაალევინა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. შსს-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაქციის ორგანიზატორთა (პრაქსისის სახელოსნო) მოთხოვნაა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი შეიცვალოს და დაკვალიფიცირდეს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ასევე აქციის მონაწილენი ითხოვენ გადაიხედოს ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა.
მასალის გამოყენების პირობები