მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებს
შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართება.
შეხვედრა სპორტის სასახლეში 18:00 სთ-ზე გაიხსნება. პირველ დღეს
ერთამანეთს გამარჯვების და ძელქვიანის, სულხან-საბასა და ავტოქარხნის,
უქიმერიონისა და მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები
დაუპირისპირდებიან.
შეჯიბრებები 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ქუთაისის 12
ადმინისტრაციული ერთეულის 13 გუნდი ჩაერთვება.
ტურნირი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით
ყოველწლიურად ეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები