ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური "თოფიჩი"
დააყაჩაღეს.
შემთხვევა 15 ოქტომბერს, ღამის საათებში მოხდა. ბენზინგასამართი
სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ფაქტის დროს ადგილზე ორი
თანამშრომელი იმყოფებოდა. წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობის ამაზე
საუბარი არ სურთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას
გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების
აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები