გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და
იმერეთის რეგიონში 21 ოქტომბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
"17-დან 20 ოქტომბრამდე აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს", - ამბობს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29 გრადუსი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები