იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის, კახა გაზდელიანის თქმით,
საღორიის ტყეში გამხმარი მუხის ხეების გამოსაკვლევად შესაბამისი
სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
"ფაქტია, რომ ხეები გახმა. შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ და
ისინი უფრო კომპეტენტურად გასცემენ პასუხს სააგენტოს, კონკრეტულად რა
დაავადებაა და როგორ უნდა ეშველოს მცენარეებს", - ამბობს კახა
გაზდელიანი.
სააგენტოსთვის ხეების გახმობის შესახებ ქუთაისიპოსტმა
ორი კვირის წინა აცნობა.
საღორიის ტყეში ათეულობით მუხის ხეები დაავადებულია და ხმება.
ქუთაისის მიმდებარედ არსებულ მუხნარის ე.წ "საღორიის" ტყეს, რომელსაც
ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, დაახლოებით 360 ჰა ფართობი
უჭირავს. მუხნარის ტყეში იმერული მუხის გარდა გავრცელებულია ფიჭვი,
ევკალიპტი, იფანი და რცხილა.
ამავე თემაზე:
საღორიის ტყეში მუხის ხეები ხმება
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები