პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანლის
გოგი წულაიას მიერ საღორიის ტყეში წაქცეული ხის მორებად დაჭრის გამო,
იმერეთის სატყეო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
სამსახურის ხელმძღვანელის, კახა გაზდელიანის თქმით, ხე-ტყის უკანონო
მოპოვება დასჯადია.
მოკვლევა საქმეზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე
მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირველ ჯერზე შენიშვნას ან
500 ლარია ჯარიმას ითვალისწინებს. ფაქტის განმეორების
შემთხვევაში კი ჯარის ოდენობა 1 000 ლარია.
"აღნიშნული ხე მონიშნული იყო. სანიტარული ჭრა, რა თქმა უნდა,
ხორციელდება პერიოდულად. ახლა ადგილზე ვართ და დაჯარიმების შესახებ
გადაწყვეტილებას, მოკვლევის შემდეგ, სასამართლო მიიღებს", - ამბობს
კახა გაზდელიანი.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა,
გოგი წულაიამ საღორიის ტყეში წაქცეული ხე
ელექტროხერხით დაჭრა და სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანა.
გოგი წულაიას თქმით, საღორიის ტყეში გამხმარი ხეები ლპება. მან
ადგილობრივ მთავრობას მოუწოდა
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას წაქცეული ხეებით
სარგებლობის უფლება მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები