ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში სუპერმარკეტი "დეილი" გაძარცვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მაღაზიაში ერთი პირი შევიდა და 1000 ლარამდე
თანხა გაიტაცა.
შემთხვევა გამთენიას მოხდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 178-ე მუხლით, რაც
ძარცვას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, პირის დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიული
ღონისძიებები.
ავანგარდში, სულხან-საბას ქუჩაზე "დეილის" ქსელის ამ მაღაზიაში
დანაშაული
გასულ წელსაც მოხდა.
2017 წლის 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მარკეტში ოთხი ნიღბიანი შეიჭრა
და დანის მუქარით 5000 ლარი გაიტაცეს, ასევე, წაიღეს
სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები.
მასალის გამოყენების პირობები