1 ნოემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ბარგის წონის რეგულაციას
შეცვლის.
Wizz Priority-ს გარეშე ავიაკომპანიის მგზავრები ბორტზე მცირე ზომის
ჩანთების, ზომით 40 x 30 x 20 სმ -ის ატანას შეძლებენ, რომელიც
საკუთარი სკამის ქვეშ უნდა მოათავსონ. ქუთაისიდან ფრენის შემთხვევაში
კი 10-კილოგრამიანი ჩასაბარებელი ბარგი 1 ნოემბრის და შემდგომ
ფრენებზე 25 ლარი ეღირება.
Wizz Priority-ს ყიდვის შემთხვევაში კი, რომელიც ქუთაისის
აეროპორტიდან ფრენის შემთხვევაში 16-25 ლარია, ზემოთ მოცემული ზომების
მქონე მცირე ზომის ჩანთასთან ერთად, მომხმარებელს მეორე, ზომებით 55 x
40 x 23 სმ -ის მქონე ჩანთის ბორტზე ატანაც შეეძლებათ.
მომხმარებლებს კი, რომლებმაც Wizz Priority-ის გარეშე 1 ნოემბრის ან
შემდგომი ფრენის ბილეთები 10 ოქტომბრამდე შეიძინეს, უფასოდ დაემატებათ
10 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგი. მათ კი, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ 20
ან 32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი, უფასოდ დაემატება WIZZ
Priority.
imedinews.ge
მასალის გამოყენების პირობები