ახალი ამბები
მერიამ, მაღაზიის მშენებლობის გამო, სკვერში ხეების მოჭრის ფაქტის შესწავლა დაიწყო
FaceBook
"ქუთაისიპოსტზე" მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა,  სკვერში ნაძვის ხეების მოჭრის ფაქტის შესწავლა დაიწყო. 

საუბარია ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა #24-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში სავაჭრო ობიექტის მშენებლობაზე,  რის გამოც,  ტერიტორიაზე ხეები მოიჭრა. 

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. პარალელურად, ზედამხედველობის სამსახური ადგილზე მიმდინარე მშენებლობის პროექტის შესაბამისობასაც შეამოწმებს.

"იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სამართალდარღვევა, როგორც მწვანე ნარგავების განზრახ დაზიანებისა ან მშენებლობის მიმდინარეობის ფაქტზე, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები",- ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

ბუხაიძის ქუჩაზე ნაძვების მოჭრის შესახებ ინფორმაცია ქუთაისიპოსტმა 10 ოქტომბერს გაავრცელა. ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს მოჭრილი ნაძვის ტოტები, რომლებიც მთელ სამშენებლო ტერიტორიაზეა მიმოფანტული.

ვიდეო ნახეთ აქ:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.