გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული
ზონის მოწყობა იგეგმება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოში განუმარტეს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია,
თითქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე ტექნიკის
მუშაობის შედეგად დაანგრიეს, ტყუილია.
"50 წლის მანძილზე არქეოლოგიური ძიების შედეგად ამ უბანში, დაახლოებით
600 კუბური მეტრი მიწა დაგროვდა, რომლის გატანა მოხდა შესაბამისი
სააგენტოს ზედამხედველობით. რაც თავის მხრივ, მძიმე ტექნიკის მუშაობის
გარეშე გარდაუვალი იყო. გალავანი, რომელზეც არის საუბარი, ამ
სამუშაოების შედეგად არ დაზიანებულა. გამოთავისუფლებულ ადგილზე კი
მოეწყობა ტერასა და გაშენდება ადგილობრივი ჯიშის ვაზი", - ამბობს
კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი ბექა
ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები