11 ოქტომბრიდან უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისიდან ვენის
მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.
პირველი რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით
07:25 წუთზე შესრულდება. რეგულარული ფრენები კი კვირაში ორჯერ:
ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრია რიგით
მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები სრულდება.
11 ოქტომბერს 15:00 საათზე ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
პირველი თვითმფრინავი დაეშვება. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები