წყალტუბოში, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე
წლის ნოემბერში დასასრულდება.
მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე უკვე მოწყობილია თანამდეროვე
სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი. ამ ეტაპზე ტრიბუნების,
ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით,
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000
ლარი.
"წყალტუბოში ხორციელდება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი,
რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.
საშუალება გვექნება და წყალტუბოში ვუმასპინძლებთ მაღალი დონის
მატჩებს, რაც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის
განვითარებას" - ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ
იოსელიანი.
პრესცენტრში განმარტავენ, რომ საბოლოო ჯამში სტადიონი თანამედროვე
სტანდარტების იქნება, სადაც 3500 ადგილიანი ტრიბუნა და VIP
ლოჟები მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ოპერატორებისთვის
განკუთვნილი ბოძები, შემოიღობება და გალამაზდება სტადიონის მიმდებარე
ტერიტორია.
წყალტუბოში სტადიონის მოწყობას ადგილობრივი თითმმართველობა,
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები