"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ქუთაისში
მხარდამჭერებს შეხვდა.
ჯაფარიძემ ქვეყნის განვითარების შეფერხების მიზეზებზე ისაუბრა. მისი
თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს ხედვა და
არ იცის გზა როგორ განავითაროს ქვეყანა.
" განცდა, რომ ქვეყანა არის გაჩერებული, მოდის იქედან, რომ
ხელისუფლებამ არ იცის რა უნდა. არ აქვს ხედვა და არ იცის რა გზით უნდა
წავიდეს. საკმარისია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების
დავალებები კარგად შეასრულოს და თვლიან, რომ ამით განვითარდება
ქვეყანა," -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში "გირჩის" მთავარი მიზანი მეორე
ტურში გადასვლაა.
მასალის გამოყენების პირობები