საცხოვრებელი ფართების მისაღებად აპლიკაციების შევსება ქუთაისში, აბაშიძის ქ. №27-ში მიმდინარეობს.
ქუთაისში უახლოეს მომავალში ბინას კიდევ 65 დევნილი ოჯახი მიიღებს.
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დადიანის №5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
შენობაში - 15 ერთოთახიანი, 10- ოროთახიანი და 40- სამოთახიანი ბინაა განთავსებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დავითი" აწარმოებს. სამინისტროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებულია 50 მდე ადამიანი. რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.
საცხოვრებელი ფართების მისაღებად აპლიკაციების შევსება ქუთაისში, აბაშიძის ქ. №27-ში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები