6 ოქტომბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს
კარდილოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, სოციალურად დაუცველებსა და
დევნილებს აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი
კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები გამოიკვლევენ.
უფასო კვლევების ფარგლებში მოქალაქეებს ელექტროკარდიოგრაფიითა და
ექოკარდიოგრამის აპარატით დიაგნოსტირების შესაძლებლობა
ექნებათ. დიაგნოსტირების შემდგომ ბენეფიციარებს კონსულტაციას
ექიმი-კარდიოლოგები გაუწევენ.
მედიკოსები ბენეფიციარებს 6 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,
რუსთაველის ქუჩა N39 ა (ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობაში)
დილის 10 საათიდან მიიღებენ.
უფასო გამოკლევები წყალტუბოში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის
ფარგლებში ტარდება.
წყალტუბოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, მემორანდუმი წყალტუბოს
მუნიციპალიტეტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და
აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს
შორის, გასულ წელს გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები