12 ოქტომბერი ართრიტის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისის ცენტრალური ბაღის ტერიტორიზე საინფორმციო კამპანია
გაიმართება.
ართრიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კამპანიის მიზანია
ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს, როგორც სამედიცინო, ისე ფართო
საზოგადოებას ართრიტის შესახებ და გააერთიანოს ისინი ამ პრობლემის
წინააღმდეგ. ასევე, გავლენა მოახდინოს იმ ადამიანთა ცნობიერებაზე,
რომელთაც შეუძლიათ შეცვალონ ართრიტით შეპყრობილ პაციენტთა მძიმე
ხვედრი.
კამპანია იმართება ორგანიზაციის „ევროპის ლიგა რევმატიზმის
წინააღმდეგ“ (EULAR) ინიციატივით. მისი მხარდამჭერია „რევმატოლოგიური
ასოციაციები და პაციენტთა კავშირი“.
კამპანია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 14:00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები