ახალი ამბები
შეეწირება თუ არა მრავალწლოვანი ხეები ქალაქის ცენტრში სასტუმროს მშენებლობას?
FaceBook
ქუთაისის ცენტრში,  მუზეუმის ყოფილი შენობის ნაცვლად სასტუმროს მშენებლობას, შესაძლოა, მრავალწლოვანი  ხეები შეეწიროს.
შენობის მარცხენა მხარეს ათამდე ძირი პალმაა დარგული, ხოლო უკანა მხარეს,  ოთხი ძირი მრავალწლოვანი ხე და ამდენივე ბუჩქოვანი მცენარე.

ხეები მუზეუმთან იმდენად ახლოსაა, რომ იქ სასტუმროს აშენების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მწვანე ზოლის ადგილი არ დარჩება.

ტერიტორიის შეძენაზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც, ადგილზე, "ქორთიარდ მარიოტის" ბრენდის სასტუმროს აშენებას გეგმავს.

ჭყონიას გეგმების განხორციელების შემთხვევაში მწვანე ზოლის განადგურებას არ გამორიცხავს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, მერაბ მეშველიანი. მისი თქმით, სასტუმრო დიდი ალბათობით შენობის მიმდებარედ არსებულ ხეებს შეიწირავს.

"მაქვს ეჭვი, რომ სასტუმროს, რომელიც იქ უნდა აშენდეს, რამდენიმე ხე შეეწირება. განსაკუთრებით ვგულისხმობ მუზეუმის უკანა ნაწილს, სადაც, ჩემი აზრით, აუცილებლად მოიჭრება ხეები. მაშინ, როცა ქალაქის მერი აკეთებს განცხადებას სკვერების გადარჩენაზე, აუცილებელია ეს საკითხი არ დარჩეს უყურადღებოდ", - ამბობს მერაბ მეშველიანი.


პალმები მუზეუმის ყოფილი შენობის მარცხენა მხარეს 

დეპუტატი გასულ წელს მაკდონალდსის მშენებლობას იხსენებს, რასაც მისი იერსახის გამო მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, თუმცა, პროექტის საბოლოო ვერსიაზე ამას გავლენა არ მოუხდენია. მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ მერიამ ამჯერად მაინც საზოგადოების ჩართულობით უნდა შეათანხმოს პროექტი.

"საბოლოოდ მშენებლობაზე ნებართვის გამცემი არის ქუთაისის მერია, ამიტომ, აუცილებელია მასშტაბურად ჩაერთოს საზოგადოება პროექტის განხილვაში. ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი იერსახე  ფართე განხილვის საგანი გახდეს", - ამბობს მერაბ მეშველიანი.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შენობის მარცხენა მხარეს 10 ძირი პალმა არ მოიჭრება და მის გადასარგავად ტერიტორიის შერჩევა უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება შენობის უკანა მხარეს არსებულ ხეებს, ქუთაისის მერიას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ტერიტორიის ნაწილი, სადაც თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. საკითხის მხრადასაჭერად დეპუტატები საგანგებოდ შეიკრიბნენ რიგგარეშე სხდომაზე და 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს. მასთან ერთად, ბიზნესმენი მუზეუმის ყოფილი შენობის შეძენასაც აპირებს, რომელიც აქამდეც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.


თემურ ჭყონიას ახალი გეგმები ქუთაისში, ნახეთ აქ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.