ქუთაისში, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი
მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას
ეწინააღმდეგებიან.
ქალაქისთვის საპარლამენტო სტატუსის წართმევას აპროტესტბენ
არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები
და რიგითი მოქალაქეები. აქციაზე იმყოფებიან ქუთაისის საკრებულოს
ოპოზიციონერი დეპუტატები.
აქცის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება პარლამენტის გადატანის
გადაწყვეტილებით მომავალს ართმევს ქალაქს.
"ნუ წაართმევთ ქუთაისის მომავალს" - ეს არის დღეს ჩვენი მთავარი
სათქმელი. პარლამენტის ქუთაისში დატოვება არის საზოგადოების
უმრავლესობის სურვილი და ეს უნდა გაითვალისწინოს ხელსუფლებამ.
პარლამენტის გარეშე ქუთაისს მომავალი არ აქვს",- ამბობს აქციის
ერთ-ერთი მონაწლე, გვანცა თოთაძე.
პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას
მშრალი შიმშილობით აპროტესტებს მსოფლიოს ხუთგზის
ჩემპიონი სამბოში და ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ბესო
მიქელთაძე.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას
არ შეურთდა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა.
მასალის გამოყენების პირობები