ქუთაისში, ნიკეას ქუჩა #44 ა-ში მცხოვრებლებმა მათი პორპუსის წინ ახალი მშენებლობის შესაძლო დაწყების გამო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პატრულმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
“როგორც გავიგეთ, რაღაც მშენებლობას გეგმავენ, რომელშიდაც საფეხმავლო ბილიკისც მოექცევა. ჩვენთვის საფეხმავლო ბილიკის მოწყობას კი სკვერში გეგმავენ, რაც არის წარმოუდგენელი. გზა დარჩეს გზად და სკვერი სკვერად“, - ამბობენ ნიკეაზე 44 ა-ში მცხოვრებლები.
მოსახლეობის პროტესტის გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდნენ ქუთაისის
მერიის წარმომადგენლები.
„ნებართვა მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული არ არის. რაც შეეხება მოსახლეობის პროტეტს, ისინი რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ქალაქის მერს, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ არანაირი მშენებლობა მათთან შეთანხმების გარეშე იქ არ მოხდება“, - აღნიშნა ზვიად ჯავახიამ.
რაც შეეხება ადგილზე დაწყებულ მიწის გათხრის სამუშაოებს, ჯავახიას
განმარტებით, მას სოკარ გაზი ახორციელებს, რომელსაც მიწის ქვეშ მილები
გაყავს.
მასალის გამოყენების პირობები